“Fifty Shades Darker” კვლავ რეჟისორის ძიებაშია

0
16

“Fifty Shades of Grey”-ს მეორე ნაწილი, რომლის სახელწოდებაც “Fifty Shades Darker” გახლავთ, კვლავ რეჟისორის ძიებაშია. ნამუშევრის პრემირამდე ჯერ კიდევ ორი წელია დარჩენილი, თუმცა კინოკომპანია Universal Pictures-ს ჯერ ფილმის გადასაღებად შესაბამისი კანდიდატურა არ შეურჩევია.

როგორ ცნობილია რეჟისორის პოზიციაზე სამი კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორისაც არიან James Foley, Mark Pellington-ი და Tanya Wexler-ი. გამოცემა “Deadline” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “Fifty Shades Darker”-ს James Foley გადაიღებს.

სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის ისეთი გახმაურებული ნამუშევრები როგორებიცაა: “House of Cards”, “Perfect Stranger” და “Hannibal”-ის ერთ-ერთი ეპიზოდი. მას ასევე ნამუშევარი აქვს პოპის დედოფლად აღიარებულ Madonna-სთან.

შეგახსენებთ, რომ “Fifty Shades Darker” კინოეკრანებზე 2017 წლის თებერვალში გამოვა. მთავარ როლებს კი კვლავ Dakota Johnson-ი და Jamie Dornan-ი განასახიერებენ. რაც შეეხება ტრილოგიის მეორე ნაწილის რეჟისორის ვინაობას – ეს სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი…