ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”, რომლის ჩატარება “თაგის არტმა” თავის თავზე აიღო უკვე დასკვნით ფაზაში გადავიდა, ფესტივალის წარდგენა 1 წლის წინ გრანდიოზულად მსოფლიო დონის ვარსკვლავების რიჩარდ გალიანოს, პაულო ფრეზოს და იან ლონდგრენის თანხლებით მოხდა. წელს კი საქართველოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის “ლეთერ ვან ჯაზის” ამომავალი ვარსკვლავი და არაერთი ჯილდოს მფლობელი ფრანგი გიტარისტი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად ესტუმრა. ფესტივალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფოლკ როკისა და ეთნო რეგის უბადლო შემსრულებელმა ჯგუფმა 33ა-მ დახურა.