Fergie სცენას უბრუნდება!

0
2153

2009 წელს სტეისი ფერგიუსონი, იგივე “Fergie“, მსახიობ ჯოშ დიუჰამელზე დაქორწინდა, 2013 წელს კი სამყაროს, მათი ვაჟი, აქსელი მოევლინა. შვილის გაჩენის შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი დრო ოჯახისთვის დაეთმო, ამიტომაც მან კარიერაში მცირე პაუზა აიღო. მისი ბოლო ნამუშევარი, სიმღერა სახელწოდებით “L.A. Love (La La)“ შემსრულებელმა მსმენელს 2014 წელს წარუდგინა.

როგორც იქნა ფერგიმ სცენაზე დაბრუნება და კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა, სწორედ ამის შესახებ მან ერთერთ გამოცემასთან გულახდილად ისაუბრა. “თავიდან ძალიან მიჭირდა. ადრე გამუდმებით ვმოგზაურობდი და ტურნეს ფარგლებში, ქალაქიდან ქალაქში გადავადგილდებოდი, ასერომ თავიდან ცხოვრების ეს სტილი ძალიან მენატრებოდა. თუმცა ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახლში თავი, გაცილებით უკეთესად მეგრძნო. ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება თავიდან და ამჯერად უკვე ჩვენს შვილთან ერთად. თუმცა რამდენად კარგადაც არ უნდა ვგრძნობდე თავს სახლში, მე მომღერალი ვარ და მინდა განვვითარდე. ამას ჩემი მეუღლეც ამჩნევს და მასაც სურს, რომ მე სცენას კვლავ დავუბრუნდე“ – აცხადებს ფერგიუსონი.

ივლისის დასაწყისში, კარიერაში ორწლიანი პაუხის შემდეგ, Fergie-ს მსმენელმა პირველი სინგლი მოისმინა. სიმღერა სახელწოდებით “M.I.L.F. $“ მალევე გაჰიტდა, ხოლო სიმღერის კლიპმა, რომელშიც კიმ კარდაშიანი და კრისი ტეიგენი მონაწილეობენ, 100 მილიონამდე ნახვა დააგროვა. როგორც ჩანს ეს წარმატება ფერგისთვის, მოტივაციის წყარო გახდა, ასერომ ველოდებით ახალ ჰიტებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here