ფერელ უილიამსი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს! – “რეკომენდაცია სნუპ დოგმა მისცა…“

0
29

პლანეტის ყველაზე ცნობილი მუსიკოსი, პროდიუსერი და მომღერალი, ფერელ უილიამსი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს. ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მუსიკოსის კონცერტი შეიძლება, ბათუმის ჯაზფესტივალის ფარგლებში შედგეს.

“ისთერნ პრომოუშენი“ უკვე ესაუბრება არტისტს, ბათუმში ჩამოსვლაზე რეკომენდაცია კი მას, რეპერმა სნუპ დოგმა მისცა. შეგახსენებთ, რომ სნუპი წლევანდელი ბათუმის ჯაზფესტივალის სტუმარი იყო და მასპინძლობით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მან შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ბათუმის შესახებ საუბრობდა.

როგორც “ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ განგვიცხადა: “არა მხოლოდ ფერელ უილიამსს, არამედ “ა“ კლასის სხვა შემსრულებლებსაც ვესაუბრებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ფერელ უილიამსთან, რომელსაც რეკომენდაცია ბათუმში ჩამოსვლაზემ სნუპ დოგმა მისცა, ასევე ბრუნო მარსთან, “Outkast“-თან და “D’angelo“-სთან. ბათუმის ჯაზფესტივალი უკვე ცნობილი ბრენდია. ფერელ უილიამსს თავადაც აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდეს, თუმცა დეტალები შესათანხმებელია და იანვრის ბოლომდე გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას. ყველაფერი დამოკიდებულია, გააკეთებს თუ არა ევროპულ ტურნეს. გააჩნია თანხასაც, რას მოითხოვს და თარიღებიც უნდა დაემთხვეს. თუკი ივლისში არ ეცლება, მისი გულისთვის ჯაზფესტივალს ვერ გადავიტანთ. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, თებერვლიდან ჯაზსერიას ვიწყებთ და 8 თებერვალს რემსი ლიუისი ჩამოვა, ლეგენდარული მუსიკოსი, რომელსაც “Earth, Wind and Fire“-ის შექმნაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი…“

ნინო მურღულია