ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლე, ცნობილი მოდელი და დიზაინერი, ნინი ზარქუა სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს ავრცელებს. ამისულაშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ნინის პოსტიც, სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება.
„მარტო ერთეულებმა თუ იციან შენ რა მაგარი ადამიანი ხარ! ❤️ ვამაყობ შენით, ესეთი რომ ხარ იმიტომ მიყვარხარ უზომოდ და უაზროდ! აუუუ არ მჯერა,რომ როცა მოგვინდება, სადაც გვინდა იქ წავალთ და მოვალთ, წავალთ და მოვალთ ან წავალთ და წავალთ 😂 😂🙈 გამგები გაიგებს“ – წერს ნინი ზარქუა.