პიესის დაწერიდან დაახლოებით სამ თვეში დრამატურგი და პოეტი ფედერიკო დახვრიტეს. რეჟისორი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის – ბერნარდა ალბას სახის ახლებურ ვერსიას გვთავაზობს. სპეკტაკლის პრემიერა 1-2 მარტს არის დაგეგმილი. ესპანელი დრამატურგისა და პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მთავარი გმირი, ბერნარდა ალბა ქალია, რომელიც თავის სახლსა და ხუთ ქალიშვილს გამალებით „იცავს“ გარეშე თვალისაგან და ყველას სთხოვს მის წესებს დაემორჩილონ. ისინი საკუთარ პატარა ჩარჩოში ჩაიკეტნენ და ამ ჩარჩოდან სიცოცხლისთვის და სიყვარულისთვის იბრძვიან.