Fauna land – რა საერთო აქვთ ძილგუდას და ციყვს?

0
1803

ძილგუდა ძუძუმწოვარი ცხოველია მღრღნელების ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძეა 15-20 სმ. ზურგის მხარე, ბოლისფერ-ნაცრისფერი ან ყავისფერ-ნაცრისფერია, ხოლო მუცელი – მოთეთრო-მოყვითალოა. აქვს მომრგვალო, უფუნჯებო ყურები. ძილგუდას ბეწვი მაღალი არაა, მაგრამ ფუმფულაა, ძირითადად ღინღლისგან შედგება. თვალის გარშემო ჩვეულებრივ აქვთ თხელი, მუქი რგოლები, ხანდახან შეუმჩნეველი. ძილგუდა მიჩვეულია ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში ცხოვრებას, სადაც არსებობს მრავალფეროვანი საკვების მარაგი. ხშირად სახლდება ხეხილის ბაღებში და ვენახებში. უფრო მეტი ჩვენი რუბრიკიდან შეიტყვეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here