9.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

ფარმაცევტულმა კომპანია “არტფარმამ” 4 წლიანი ანგარიში წარადგინა

ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა და ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, სადაც მისულ სტუმრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. კომპანია 2014 წელს დაარსდა, რომლის მთავარი მიზანიც, თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდა და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტების ყველასთვის ხელმისაწვდომობაა. ღონისძიებას ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, პარტნიორები, ცნობადი სახეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის ჩეხეთიდან ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ ექსპორტის მენეჯრი ირენა კუპკოვა ჩამოვიდა. პარტნიორმა ორგანიზაციებმა ჯანმრთელობის, სილამაზისა და დასვენების მიმართულებით პრიზები დააწესეს, რომლებიც ღონისძიების დასასრულს გათამაშდა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები