მომღერალი ირინა ბაირამაშვილი, აქტიურ სასცენო საქმიანობას, რამდენიმე თვის წინ ჩამოშორდა. ამის მიზეზი პატარა დანიელი გახდა, რომელიც ქვეყანას სამი თვის წინ მოევლინა. დანიელი ირინა ბაირამაშვილის და მიკა ღაღაშვილის პირველი შვილია, რომელმაც წყვილის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ირინას და მიკას ვაჟი19 იანვარს, სოფელ გიორგიწმინდას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გაქრისტიანდა, პატარას 7 ნათლია ჰყავს, მათ შორის არის ცნობილი შოუმენი დუტას ხირტლაძე, მუსიკოსი ზაზა ჭინჭარაული და ირინას გინეკოლოგი.