ქართველი მონაწილეები ევროვიზიის ფინალში – ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მეორე ფინალურ ტურში 10 საუკეთესო მონაწილეს შორის არიან. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა მე-16 ნომრად სიმღერა “Midnight Gold“ შეასრულა. ასევე გუშინ, პრესკონფერენციის დროს გახდა ცნობილი, რომ ფინალში ქართველი მონაწილეები 23-ე ნომრად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.
ევროვიზიის ფინალში საქართველოს გამოსვლას შოუბიზნესისა და პოლიტიკის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ულოცავენ.
ნინა სუბლატი: “Just watched Eurovision 2016! What an edgy performance!“
გიგა კუხიანიძე: “super !!! super!!! super!!! ნიკა გილოცავ, ვულოცავ ბიჭებს. ყოჩაღ, ვამაყობ მაღალი ხარისხით .მუსიკალური მიმდინარეობა იყო სუპერ!!! ყველას ვაჯობეთ გემოვნებით. საუნდით, მუხტით , სოლისტის შესრულებით . მოკლედ ველოდები დიდ წარმტებას წელს საქართველო სუპერ!!! ახლა მაინც დაფიქრდეს საზოგადოების ნაწილი და დააფასონ ეს უზარმაზარი და უნიკალური ფესტივალი. გთხოვთ ყველას მხარი დაუჭიროთ, გავერთიანდეთ და ერთად მივაღწიოდ შედეგს!!!“
სოფო ტოროშელიძე: “ეროოო! ეგეც თქვენ!!!!! დამტკიცდა კიდევ ერთხელ რომ კრიტიკის მამები ვართ!!!! დამტკიცდა თუ არა რომ სუპერ გამოსვლა ექნებოდათ ბიჭებს?! ეხლა აღარ ჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა არავის!!!! ვამაყობ! სულ რომ არ გადავსულიყავით ფინალში , ეს გამოსვლა იყო იდეალური! ძალიან გამორჩეული და გემოვნებიანი! Coool Young Georgian Lolitaz“
ლიტვის ელჩი საქართველოში, გიედრიუს პოაჯუნასი: “Both #Lithuania & #Georgia in the final! Keep fingers crossed 4 #donnymontell & #YoungGeorgianLolitaz #eurovision“
ბაკურ ბურდული: “მაგრა გაასწორა!!! გილოცავ მიშკენ!!!“
ანრი ჯოხაძე – “ბრავოოოო!!!“
14 მაისს კი გახდება ცნობილი თუ ვინ გახდება წლევანდელი ევროვიზიის გამარჯვებული.
[jwplayer mediaid=”15335″]