ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის შედეგები ცნობილია

გუშინ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. შედეგად, 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ფინალში გადასული ქვეყნების სია ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, ჩეხეთი, მალტა.

ფინალისტები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა ტელემაყურებელმა (პროპორციულად, პრინციპით 50/50%-ზე) ერთობლივად გამოავლინეს.

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 12 მაისს გაიმართება, სადაც ქართველი შემსრულებლებიც, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარდგებიან.

14 მაისს კი 2016 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდება ცნობილი.

Scroll to Top