„ევროვიზიის“ ფინალური შოუსთვის ყველაფერი მზადაა

0
1782

საბავშვო  „ევროვიზიის“ ფინალური შოუ 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დღეს მედიას შესაძლებლობა გვქონდა, გავცნობოდით მოსამზადებელი სამუშაოს მიმდინარეობას და გვენახა, თუ როგორ გამოიყურება ულამაზესი სცენა, რომელიც სპეციალურად შოუსთვის გაკეთდა.

ღონისძიების უცხოელმა და ქართველმა ორგანიზატორებმა ისაუბრეს შოუს დაგეგმვის ყველა ყველა დეტალზე და ასევე გაამახვილეს ყურადღება, რომ ბილეთები ჯერჯერობით კიდევ ხელმისაწვდომია. დარბაზში სულ 2500 ადგილია და ბილეთები გასაყიდად ეტაპობრივად გამოვიდა, სხვადასხვა სივრცის მიხედვით, პირველად დასადგომი ბილეთები სცენის წინ, რადგან შოუს შემადგენელია მაყურებელიც, შესაბამისად, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჯერ დასადგომი ბილეთები გაიყიდა.

„ევროვიზიას“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს. მოსაზმადებელ პერიოდში აქტიურადაა ჩართული ტურიზმის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოს შესახებ მომზადდა სხვადასხვა ვიდეორგოლი, რომელიც უცხოელ მაყურებელს ქვეყანას დადებითი კუთხით წარმოუჩენს.

ქართულ საორგანიზაციო ჯგუფს სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც fortuna.ge-ს კითხვებს უპასუხა.

სერგი, როგორ გაწვდა ქართული ჯგუფი ამ დონის შოუს წინამოსამზადებელ პროცესს, თავად კმაყოფილი ხართ?

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის არაჩვეულებრივი  გამოცდილება პროფესიონალისათვის, განსაკუთრებული შოუა მთელ მსოფლიოში და ასეთი არ არის ბევრი. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლებს, მინდა გითხრათ – მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეშინოდა, რომ ვერ გავწვდებოდით, საერთაშორისო ჯგუფი კი მუშაობს, მაგრამ ადგილობრივი სტაფის დახმარების გარეშე ეს სამუშაო ვერ შესრულდებოდა. ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, ეძლევათ ახალი ცოდნის მიღებისა და ახალი ტექნიკის გაცნობის საშუალება.

ნაწილობრივ ტექნიკა ადგილობრივია, მათ შორის, „ბლექ სი არენას“ აღჭურვილობაც არის. ტექნიკის ნაწილი არ არის საქართველოში, რადგან სამწუხაროდ, ასეთი მასშტაბური შოუ იშვიათად იმართება საქართველოში.

საქართველოში მომზადებულ პროექტს ნახავს მილიონობით მაყურებელი…

მგონია, გავაოცებთ ჩვენს საერთაშორისო მაყურებელს, დამზადდა საინტერესო რგოლები, რომლებიც შოუშია ინტეგრირებული. ვფიქრობ, მართლა კარგი პროდუქტი გამოგვივა.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here