ევროვიზიაზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე სიმღერით “Keep The Faith” წარადგენს

0
1642

ხშირად არის დებატები იმასთან დაკავშირებით, რომ უღირს თუ არა საქართველოს ევროვიზიაზე მონაწილეობა. ისმის ფრაზები მაინც პოლიტიკურია და ვერ მოვხვდებით მოწინავე პოზიციებზე, თუმცა ნუ ვიქნებით პესიმისტები, რადგან ევროვიზიაზე ჩვენი არსებობის მანძილზე, ხშირად გაგვმართლებია და ათეულებშიც მოვხვედრივართ, რაც ევროპის მასშტაბისთვის კარგი შედეგია. აღნიშნულ კონკურსზე გასამგზავრებელი ბილეთისთვის, ჩვენი თანამემამულე მუსიკოსები დიდ ბრძოლაში ერთვებიან ხოლმე. არც წლევანდელი შიდა შესარჩევი კონკურსი ყოფილა გამონაკლისი. დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ჟიურის ხმათა უმრავლესობით და ხალხის არჩევანით, საქართველოს წელს თაკო გაჩეჩილაძე სიმღერით Keep The Faith წარადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here