ევროვიზია 2016 უკრაინის წარმომადგენელმა მოიგო

0
20

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ჯამალა გახდა. უკრაინის წარმომადგენელმა სიმღერა ”1944” შეასრულა და ჯამში 534 ქულით მოიგო. გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold წარდგნენ და მე-20 ადგილზე, 104 ქულით გავიდნენ.

მომავალი წლის ევროვიზიის კონკურს უკრაინა უმაპინძლებს.

2016 წლის ევროვიზიის ფინალში საქართველომ ჯამში 104 ქულა დააგროვა და მე-20 ადგილზე გავიდა. ჟიურის ხმებიდან ყველაზე მეტი ქულა დიდი ბრიტანეთისგან, 12 ქულა მივიღეთ!
ჟიურის ხმებიდან შემოსული ქულები:80
დეტალურად:
სან მარინო 6 ქულა
სომხეთი 10 ქულა
ბულგარეთი 3 ქულა
გერმანია 8 ქულა
რუსეთი 5 ქულა
ბელგია 7 ქულა
დიდი ბრიტანეთი 12 ქულა
საბერძნეთი 5 ქულა
ლიტვა 10 ქულა
უკრაინა 3 ქულა
იტალია 3 ქულა
პოლონეთი 8 ქულა
მაყურებლის ხმები:24

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოსთვის 12 ქულის დაწერა განხილვის თემად იქცა.Twitter-ზე, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები არ წყდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here