ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული თამუნა გვენეტაძეა. თამუნა და ავთო თავიანთ ურთიერთობას დიდი ხანი მალავდნენ, ბოლოს კი მათი სიყვარული ნიშნობით დასრულდა. ავთომ გოგონას ხელი მის ოჯახის წევრებს სთხოვა, შემდეგ კი სუფრა ძიუდოისტის ოჯახში გაგრძელდა. ქართველი ჩემპიონის რჩეული მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოში, ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილებაში მუშაობს.