„ევრონიუსის“ რეპორტაჟი „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ შესახებ (ვიდეო)

0
1916

„ევრონიუსმა“ ბათუმის „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა. ცნობილი ტელეარხის ჟურნალისტები ბათუმს ესტუმრნენ და ფესტივალის რამდენიმედღიანი მხიარულება ასახეს.

ჟურნალისტმა ჩაწერა კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა კანდელაკი, რომელმაც ჯაზფესტივალის დაფუძნების შესახებ ისაუბრა. მისი მამა, გაიოზ კანდელაკი ამ მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი გახლდათ, რომელმაც ამგვარი ფესტივალის დაფუძნების იდეა განახორციელა.

რეპორტაჟში მიმოხილული იყო ფესტივალის გახსნა, „ევრონიუსმა“ ჩაწერა პიანისტი კორი ჰენრი და ასევე ისაუბრა „ჯამიროქუაიას“ კონცერტზე, რომელიც ბათუმის ჯაზფესტივალის თავისი ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here