ევა ბარბაქაძის უბედურ შემთხვევას ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან

0
27

26 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა. შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ბოლო ინფორმაციით გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზემოთხსენებულ ფაქტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ცნობილებიც, რომლებმაც ფეისბუქის საშუალებით გამოხატეს გულისტკივილი.

სალომე გოგიაშვილი:
“არ ვიცი როგორ გამოვხატო ის სიმძიმე რასაც ახლა ვგრძნობ, ერთი ვიცი ყველა თუ გულით ვილოცებთ თუნდაც ვთხოვთ უფალს ყველაფერი კარგად იქნება. შორენა ბეგაშვილი აუცილებლად ევა დაგიბრუნდება”

თამო ვაშალომიძე:
“საშინელი ამბავი მოხდა. არავის ვუსურვებ ამ ტკივილს რასაც შორენა გრგძნობს, არც ერთ დედას! მადლობა ღმერთს თავის ქალა არ აქვს დაზიანებული და სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება. ევა ძლიერი გოგონაა ♥ კარგად გახდება და დაგვიბრუნდება. გმერთმა გაგაძლიეროს!”

ნანუკა ჟორჟოლიანი:
“შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილის, ფანჯრიდან გადავარდნის საშინელ ფაქტზე რა კომენტარებსაც მე ვკითხულობ! ქილიკს, ღადავს! მაშინ როცა ბავშვი რეანიმაციულში სიკვდილს ებრძვის! ეს ხალხი ერთ კუნძულზე უნდა შეყარო და დაწვა! ეს ბნელი ხალხი!
ღმერთო გადაარჩინე ეს ბავშვი 🙏🏻”

მამულიჩა:
“ყველაზე მთავარია, რო ბავშვი არის გონზე მოსული, ხვალ უკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და შემდეგ უკვე ხელზე და ფეხზე… იმედია ყველაფერი კარგად იქნება.”

ხატია სიჭინავა:
“აქედანვე ვუნერგავ ჩემს შვილებს ღვთის სიყვარულს და შიშს… მაგრამ ამ საშინელებების ფონზე გავაასმაგებ… ღმერთო დაიფარე ყველა დედა და შვილი ესეთი საშინელი განსაცდელისგან… ღმერთმა გიშველოს და უვნებლად გამოგიყვანოს მდგომარეობიდან პატარა ევა”

ანრი ჯოხაძე:
“ჩვენო ულამაზესო ევა, მალე გამოჯანმრთელდი და დაგვიბრუნდი. ღმერთმა გაგაძლიეროს და იმ ადამიანების სიყვარულმა რომლებიც შენთვის ლოცულობენ. მიყვარხარ !!!

ლალი მოროშკინა:
“ღმერთო გადაარჩინე ბავშვი! შორენა სიკეთით სავსე ადამიანია და მჯერა,რომ არ გაწირავს განგება.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here