ევა ბარბაქაძის დასახმარებლად 50 000-ის შეგროვება 3 დღეშია საჭირო

0
38

ევა ბარბაქაძეს უახლოეს სამ დღეში ესაჭიროება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა. ამისთვის 50 000 ლარია საჭირო. გახსნილია “ბანკ რესპუბლიკის” სპეციალური ანგარიში, სადაც დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ, თუმცა მსხვილი ორგანიზაციების და ბიზნესმენების ჩარევის გარეშე, სამ დღეში ასეთი თანხის შეგროვება რთულია. შპრენას მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მას შემდეგ, რაც ევას ხერხემალზე და ხელ-ფეხზე ოპერაციები ჩაუტარდა, ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ევა ბარბაქაძე სახლში გადაიყვანეს, მალე გოგონას მდგომარეობა დამძიმდა. ევას ისევ დაეწყო ტკივილები. თურქეთის კლინიკაში ანალიზების გაგზავნის შემდეგ, მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ ევას ოპერაციების ხელახლა ცატარება სჭირდება. ეს ყველაფერი უახლოეს სამ დღეში უნდა მოხდეს. ევას პერმანენტული ტკივილები აქვს და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ჯერ-ჯერობით სპეციალურ ანგარიშზე დიდი თანხა არ შეგროვილა, ამიტომ, შორენას ოჯახის წევრები და მეგობრები აქტიურად აზიარებენ ანგარიშზის ნომერს.

ბანკი რესპუბლიკა – GE39BR0000010929691997
მიმღები პირი – შორენა ბეგაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here