Europe Music Awards 2015-ის რჩეულები

0
10

2015 წლის 25 ოქტომბერს მელომანთა, მუსკოსთა და პროდიუსერთა ყურადღება მთლიანად იტალიაში, ქალაქ მილანში იყო კონცენტრირებული – MTV-ს მორიგი დაჯილოდების ცერემონიალი, Europe Music Awards ქალაქ მილანთან ახლოს, მედიოლანუმ ფორუმზე, დახურულ სპორტულ არენაზე ჩატარდა. სხვათა შორის, ვენიუმ EMA-ს მეორედ უმასპინძლა – აქაურობა ჯერ 1998 წელს მოინათლა, როდესაც 30 სექტემბერს EMA-მ პირველად აირჩია ვენიუდ ეს ლოკაცია.

ღონისძიებას ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ედ შირენი და ავსტრალიელი ლამაზმანი, ტელეწმყვანი, მსაიხობი და მოდელი, რუბი როუზი უძღვებოდნენ. ღონისძიება რა საკვრიველია ბევრი იუმორით, მუსიკალური ნომრითა და ათასგვარი ინტრიგით იყო დატვირთული. ჯასტინ ბიბერიდან დაწყებული ტეილორ სვიფტით დამთავრებული, ევროპელმა თენეიჯერებმა არაერთ ცნობილ და საყვარელ მუსიკოსს მისცეს საშუალება სახლში კიდევ ერთი ჯილდო წაეღოთ.

ნომინაციებში გამარჯვებილთა ვინაობა ასე გამოიყურება – წლის ჩანაწერის წოდება მიიღო ტეილორ სვიფტისა და კენდრიკ ლამარის “Bad Blood”-მა, საუკეთესო პოპ კოლექტივად One Direction დასახელდა, წლის შემსრულებელ ქალად კი რიანა, მამაკაცად – ჯასტინ ბიბერი, საუკეთესო ლაივისთვის დააჯილდოეს ედ შირანი, ყველაზე იმედისმომცემ ახალბედა შემსრულებლად კი შონ მენდესი აღიარეს. წლის ვიდეოს კატეგორიაში გაიმარჯვა Macklemore-ისა და რაიან ლუისის “Downtown”-მა, Coldplay კი საუკეთ ესო როკ კოლექტივად აღიარეს. საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი ნიკი მინაჟი გახდა. გასული 12 თვის ყველაზე შთამბეჭდავ კოლაბორაციად ჯასტინ ბიბერის, სქრილექსის და დიფლოს “Where Are Ü Now” დასახელდა. ასევე ჯასტინმა მიიღო საუკეთესო ფანების ჯილდო. EMA-ს სცენაზე წარდგნენ ჯასტინ ბიბერი, ფარელ უილიამსი და ანდრეა ბოჩელიც კი.