“ეს დღეები სულ ვწევარ, ადგომის სურვილიც არ მაქვს” – მაიკო კაჭკაჭიშვილი ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

0
1912

მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ემოხიურ მიმართვას აქვეყნებს. მუსიკოსი თითქოს დეპრესიაშია “იქს ფაქტორის” დასრულების შემდეგ. ამას მისი პოსტის წაკითხვის შემდეგ დაასკვნით…

“ძალიან რთულია ეს ყველაფერი გადმოვცე ისე, როგორც მე ვფიქრობ, ეს დღეებია სულ ვწევარ, ადგომის სურვილიც არ მაქვს, არც ადამიანებთან ურთირთობის, გაღიმების და, ასე შემდეგ.უამრავი საქმის მიუხედავად ვერაფრით ვდგები ლოგინიდან. პირველად დამემართა ასეთი რამ! არც სულის ტკივილს ვგრძნობ და არც სხეულის, უბრალოდ არაფერს ვგრძნობ…რთული ადამიანი ვარ კი ბატონო, რაც ცნობირება მაქვს ეს იქედან მოყოლებული ვიცი, მძიმე ხასიათების, და ჯიუტი… ერთადერთი რაღაცის მშურდა მთელი ცხოვრება თუ როგორ გამოხატავდა ხალხი სითბოს თავიანთი ახლობლების დედის მამის და დის მიმართ, 35 წლის ასაკში ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მიდა ჩახუტება მაგრამ ვრაფრით ვერ ვერევი თავს, ამ სიყვარულს ვინც მიყვარს მათ მიმართ გულით ვატარებ და სხვას ვერაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ეს გაიგონ… ვერ ვუხსნი ვერავის ვერაფერს რაშიც თუნდაც დამნაშავედ მთვლიან, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან უცნაურ კავშირშია…. და მირჩევნია, გავჩუმდე და გავიდე, ასე რომ ადამიანებზე დასკვნას ნუ გააკეთებთ თქვენ 1% თაც არ იცნობთ მათ!!!! მე კიდევ ამ ყველაფერს ვინანებ, მაგრამ გვიან იქნება. დავწერე იმიტომ, რომ ესე ბევრად ადვილია თქმა იმისა, რაც გტკივა.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here