“ეს არის ქურდობა” – რა პრეტენზია აქვს გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიას სოფო ბედიას იდეით გადაღებულ კლიპთან

0
1098

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მენეჯერი, გიო ჩალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას სადაც ნათქვამია, რომ სოფო ბედიას იდეით, კორონავირუსის წინააღმდეგ გადაღებულ კლიპში უნებართვოდ არის გამოყენებული მისი ლაბორატორიის კადრები. როგორც ის კომენტარებში წერს, ასეთ ადამიანებთან საქმე სასამართლოში უნდა გქონდეს.

“კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.

მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.

კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.

ეს არის ქურდობა.
უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.
ვინ არის ამ კლიპის ავტორი?

საქპატენტი • Sakpatenti

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here