“ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული” – რუბი უილიამსი თბილისშია

0
27

რობი უილიამსი გუშინ ღამით საქართველოში ჩამოვიდა. მომღერალი საქართველოს პროექტ “Chek in Georgia”-ს ფარგლებში ეწვია და ხვალ, “დინამო არენაზე” კონცერტს გამართავს.

მომღერალმა აეროპორტში ჩამოსვლისთანავე, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარიც გააკეთა: “ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი.

ხშირად მიფიქრია როგორია საქართველო, მისი ხალხი, სამზარეულო, არქიტექტურა, როგორ იღებენ მუსიკას. ახლა კი ჩამოვედი და რეალურად ვნახავ. მსმენია რომ აუდიტორია ძალიან ემოციურია და დიდ მხარდაჭერას გამოხატავს, ველი მათი სიყვარულის გამოვლინებას.”

[fbvideo link=”https://www.facebook.com/rustavi2/videos/1206514752725941/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here