რა გასაკვირია, რომ სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი “იქს ფაქტორის” გამარჯვებულთან დაკავშირებით – ეს ხომ მუდამ ასეა. ზოგი ავთო აბესლამიძეს ღირსეულ გამარჯვებულად მიიჩნევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ მას სამართლიანად არ გაუმარჯვია.
კუნკურსის ფინალს აკრიტიკებს “იქს ფაქტორის” გასული წლის მონაწილე ლინდა ადამიაც: “ერთი გიორგი ნაკაშიძის გამარჯვება იყო შარშან სამართლიანი და მეორე წელს ავთო აბესლამიძის. ქართველი ერის სმენა და გემოვნება ძალიან ქვეითდება!!! ჩემი სუბიექტური აზრია და ნუ მომახტებით პროვოკატორები!”