ოსკარ უალდი ამბობდა, რომ ქალი გაჩენილია არა აზროვნებისთვის, არამედ სიყვარულისთვის. მისი სიტყვების მართებულობაზე მსჯელობას ვერ დავიწყებთ, თუმცა ფაქტია, რომ ისტორიაში არაერთი ქალი, სილამაზისა და ცნობილი მამაკაცის მოხიბვლის წყალობით შევიდა. შესაბამისად, რამდენიმე პრეზიდენტისა და მსოფლიო ლიდერის ბიოგრაფია, მისი საყვარელი ქალის გარეშე წარმოუდგენელია. ამ ფაქტს გვერდი ვერც ქართველმა პუბლიცისტმა და ჟრნალისტმა, კობა ბრეგვაძემ აუარა, რომელმაც ყველაზე ცნობილი ადამიანების ისტორები, ერთ წიგნად აქცია.