ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალი ერეკლე კოდუა, ახალ რჩეულთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა. ერეკლე და კატია დიდა, სეიშელის კუნძულებზე ისვენებენ. დასვენების ამსახველ ფოტოებს ერეკლე კოდუა სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, მას ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. ფაქტია, რომ ის წყლის ბინადრების მიმართაც არ არის გულგრილი, რასაც მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს. ერეკლემ და კატიამ დელფინებთან ერთადაც იცურავეს.