ერეკლე დეისაძეს გია ყანჩელის შვილთან დავა ჰქონდა

0
2649

ერეკლე დეისაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს სიმღერის შესახებ, რომელზეც ახლახან ვიდეო გადაიღო – იქ გია ყანჩელის ერთ-ერთი კომპოზიციაა გამოყენებული, რომელსაც ნატო მეტონიძე ასრულებს. „ხალხური“ ინტერნეტში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მუსიკოსს მის გამო საავტორო უფლებების ასოციაცია დაუპირისპირდა…

ერეკლე დეისაძე აღნიშნავს, რომ ამ კომპოზიციის გამო დავა ჰქონდა გია ყანჩელის ვაჟთან, სანდროსთანაც – „საავტორო უფლებების ასოციაციიდან დამიკავშირდნენ და „იუთუბიდან“ სიმღერის აღებას მთხოვდნენ. უკმაყოფილებას გამოთქვამდა ყანჩელის ვაჟი, სანდრო. მერე მე და სანდრომ ვისაუბრეთ ტელეფონით. ავუხსენი, თუ რატომ, რისთვის. მომისმინა და პრეტენზიები ამის შემდეგ არც ერთ მხარეს აღარ ჰქონდა. მოვგვარდით, აღარ გახდა საჭირო ამ ორგანიზაციის ჩართულობა. ყანჩელი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ფიგურაა, როგორც კომპოზიტორი. მიმაჩნია, რომ ეს ჟესტი ყანჩელისთვის, მისი მუსიკისთვის უფრო პლუსია, ვიდრე მინუსი. ეს კულტურული გამოწვევაა, რომელიც მე გავაკეთე და კარგი შედეგი გამოიღო. ამით არ კნინდება ყანჩელი, პირიქით, უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს იყო ჩემი პატივისცემის გამოხატულება მის მიმართ. ნატო მეტონიძეს არ ჰქონია პრეტენზია. მოისმინა და როგორც ვიცი, მოეწონა. მისი ხმა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ამ ჩემს სიმღერაში“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here