მას შემდეგ, რაც თამო ვაშალომიძე ავარიაში მოყვა, მოდელი რამდენიმე დღით საქართველოდან წავიდა და სოციალურ ქსელებში სტამბოლში, სასტუმრო “ჰილტონში” გადაღებული ფოტოები გააზიარა, თუმცა რა მიზნით იმყოფებოდა ქართველი სექს სიმბოლო სტამბოლში არ გაუმხელია.
Music Box-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშალომიძე ერთ-ერთმა ქართველმა ოლიგარქმა დაპატიჟა თურქეთში. ინფორმაციის დასაზუსტებლად ქართველ მოდელს დავუკავშირდით და გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
თამო ვაშალომიძე:
დიახ სტამბოლში ვიყავი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქართველი ოლიგარქის მიწვევით, რომლის ვინაობასაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაგიმხელთ. ის ჩემი მეგობრის მეუღლეა და ქორწინების იუბილეს სტამბოლში აღნიშნავდნენ. ბილეთების და სასტუმროს ხარჯებიც მათ დაფარეს. რამდენიმე დღეა ჩამოვფრინდი, ახლა უკვე თბილისში ვარ.