ექსკლუზივი – ქეთა თოფურიას პირველი ინტერვიუ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ

0
106

“ჩემი შვილი მამის ზუსტი ასლია…“

“ვოისის“ ბრმა კასტინგების ჩაწერა გუშინ დასრულდა. “ფორტუნასთვის“ “იმედის“ მუსიკალური პროექტის კარი ექსკლუზიურად გაიღო. გადაღებაზე მაშინ მივედით, როდესაც ჩაწერის წინ მწვრთნელები მუსიკალური ნომრის რეპეტიციას გადიოდნენ, მოცეკვავეებთან ერთად. მათ შორის ეთიოპიელი გოგონაც იყო, რომელიც ზედმეტად ღია სამოსში მშვენივრად გამოიყურებოდა. რეპეტიციის დასრულების შემდეგ მწვრთნელები გამოსაცვლელად გაეშურნენ. ჩვენც ამ ამბით ვისარგებლეთ და ქეთა თოფურიას საგრიმიოროში აღმოვჩნდით, სადაც მომხიბვლელ მომღერალს მაკიაჟს უკეთებდნენ.

ქეთა ძალიან მხიარულად შეგვხვდა და ინტერვიუზე დაგვთანხმდა, საიდანაც გავიგეთ, რომ მისი “ვოისის“ მწვრთნელად ჩამოსვლაში დიდი წვლილი პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ შეიტანა.

ქეთა, შენი “ვოისი საქართველოს“ მწვრთნელად ჩამოსვლას არავინ ელოდა. ძალიან დაკავებული ხარ და როგორ დაგითანხმეს?

ქეთა თოფურია:

“ვოისს“ პროტეჟეობა გაუწია ნატო დუმბაძემ. მით უმეტეს, აქ არის გვანცა კილასონია და მითხრეს, რომ პროექტს საუკეთესო გუნდი ჰყავდა. იყო კარგი შემოთავაზება და დავთანხმდი დიდი სიამოვნებით.

რაც შეეხება მუსიკალურ კონკურსებს, ტელეშოუში არა, მაგრამ კონკურსებზე ვყოფილვარ ჟიურის წევრი, ამიტომაც აქამდე მქონდა რაღაც გამოცდილება.

ბრმა კასტინგებზე რამდენიმე პროფესიონალი მომღერალი ვნახე. დღეს კი უფრო და უფრო კარგ მონაწილეებს ველოდებით. 12 ადამიანის აყვანის უფლება გვაქვს. ძალიან მძიმე იყო გუშინდელი კასტინგი, რადგან თითქმის ყველა ნიჭიერია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ გამოვიდა ბევრი ერთნაირი მონაწილე, ამიტომაც არ ვტრიალდებოდით და არა იმიტომ, რომ კონკურსანტი არ მოგვეწონა.

დღეს ბოლო დღეა და ამ დღისთვის შემოვინახე საკმაოდ ბევრი ადგილი…

იხილეთ სრულად>>>