2015 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი “ვირუსი” წარადგენს.კვარტეტის კლიპის გადაღებები სექტემბრის ბოლოს დაიწყო და სულ ახლახან, უკვე დასრულებული ვიდეო Junior Eurovision Song Contest-ის იუთუბის ოფიციალურ არხზე განთავსდა.
“გაბედე” – ასეთი გახლავთ ნამუშევრის სახელწოდება, რომელსაც ელენე კეჟრიშვილი, ლიზი თავბერიძე, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი ასრულებენ. მუსიკის ავტორი გიგა კუხიანიძეს გახლავთ. სიმღერის ტექსტი ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის. რაც შეეხება კლიპის რეჟისურას, მასზე გიგა კუხიანიძემ და რამაზ გუნავამ იმუშავეს.
2015 წლის საბავშვო ევროვიზია ბულგარეთში, 21 ნოემბერს გაიმართება…
[jwplayer mediaid=”4473″]