კვარტეტ “ალილოს“ წევრმა, მომღერალმა ბექა ჩხაიძემ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თეონა ჯაფარიძეა. თეონამ და ბექამ ერთმანეთი აგვისტოში, ბაგებში გაიცნეს. მათ ერთმანეთი საერთო მეგობარმა გააცნო, ბექა თეონამ გაცნობისთანავე მოხიბლა და „ფერია“ უმღერა. შემდეგ მათ ურთიერთობა, სოციალური ქსელის საშუალებითა გააგრძელეს. ბექა ჩხაიძემ თეონას ხელი, გოგონას მამას ოფიციალურად სთხოვა, გუშინ ღამით კი წყვილი გურიაში გაიპარა. ჩვენ ვცადეთ მათთან დაკავშირება, მაგრამ ტელეფონი ორივეს გამორთული აქვს.