ექსკლუზივი – მარიტა როხვაძე პირადზე აღარ საუბრობს – ”ამის გამო შეყვარებულს დავშორდი…“

0
130

მარიტა როხვაძემ ”მარაო რუსთავი 2“-ზე, ნუკი კოშკელიშვილი ჩაანაცვლა და ”კოქტეილში“ ნიკა გრიგოლიას უწევს პარტნიორობას. ისინი ერთად დადიან, სხვადასხვა დგილას, მიკროფონით ხელში და ქალაქში გავრცელებულ ჭორებს ამოწმებენ.

დავინტერესდით, რამდენად შეეჩვია მომღერალი მარიტა ტელეწამყვანობას და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

მარიტა როხვაძე:

იმდენად ვარ შეყვარებული კამერაზე, იმდენად მიყვარს ადამიანებთან ურთიერთონა, რომ ეს საქმე ჩემთვის ზედგამოჭრილი იყო (იღიმის). თან, ჭორების გადამოწმება ძალიან სახალისოა, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან კარგი პარტნიორი მყავს, ნიკა გრიგოლია და მასთან ერთად გადაცემის წაყვანა მიადვილდება, ბევრ რამეს მასწავლის.
მარიტა, კოლეგებთან ჭორებით და პირადი თემებზე კითხვებით მისვლა ხომ არ გეუხერხულება?

არის ისეთი თემები, რაზეც ლაპარაკი არ უნდათ. წინასწარ მეუბნებიან, რომ პირადზე არ ვკითხო. მეც ვითვალისწინებ მათ თხოვნას და არ ვუსვამ შეკითხვას პირად ამბებზე. არ მინდა, კოლეგებს ვაწყენინო.

ხო, მაგრამ, მკითხველს რომ ეს აინტერესებს ყველაზე მეტად?

რატომ? არის ბევრი სხვა რამ, რაც აინტერესებთ, თანაც, პირადზე ლაპარაკს თავს ყველა არ არიდებს. უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს ლაპარაკობდნენ პირად თემებზე ან იმდენი ილაპარაკეს, რომ ამან უარყოფითი შედეგი გამოიღო.

როცა ვინმესთან მივდივარ, ინფორმაციას წინასწარ ვამოწმებ, ვაგროვებ და სალაპარაკოც ბევრია, პირადის გარდა. სოციალურ ქსელებში თუ ინტერნეტში ზოგადად, იმდენი სტატიაა და იმდენი შეკითხვა ჩნდება მათ ირგვლივ, რომ თემები არ გვაკლია, ვთქვათ, ვიღაც სადღაც იყო და მერე ფოტო გავრცელდა ინტერნეტში, ან რომელიმე ცნობილმა ადამიანმა მეორესთან იკამათა…

მარიტა, ბოლო დროს, პირადზე არც შენ ლაპარაკობ დიდი ხალისით…

ასეა და მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც პირად ამბებზე ლაპარაკით დაზარალდა. იმას ვგულისხმობ, რომ ამის გამო შეყვარებულს დავშორდი. როცა კი გამოვაჩინე ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით იყო, ყოველთვის მარტო ვრჩებოდი… იმდენი ატრიალეს ჩემი ამბები, 360 გრადუსით, რომ აღარ მინდა საჯაროდ გამოტანა.

ნიკა გრიგოლიამაც რომ გკითხოს კამერის წინ, არ უპასუხებ?

უკვე მოვიდა, მკითხა და არ ვუპასუხე (იღიმის)…

რომელი რესპონდენტი მოგეწონა ყველაზე მეტად და რომელი ვერ გახსენი?

ასეთი გამორჩეული რესპონდენტი უკვე ბევრი შემხვდა. მხიარული ადამიანი ვარ. ინტერვიუს აღებისას ვცდილობ, არავინ დავძაბო, რომ უფრო მეტად გამეხსნან და იმაზე მეტი მითხრან, რაც ვკითხე. ამის მიუხედავად, იყო ერთი რესპონდენტი, რომელიც ვერ ავალაპარაკე, ოთო ნემსაძე, ჩემი მეგობარი, რომელსაც პირადზე კითხვა დავუსვი და კამერის წინ ცოტა გამიბრაზდა, მერე, რა თქმა უნდა, გადაუარა (იღიმის).