ექსკლუზივი – ხატია შამუგია და ჯაბა ჯიშკარიანი დაშორდნენ

0
291

სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც ხატია შამუგიასა და ჯაბა ჯიშკარიანის რომანის შესახებ გახდა ცნობილი. წყვილის რომანზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში საუბრობდნენ, თუმცა თავად ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდნენ, სანამ სოციალურ ქსელში ხატიას და ჯაბას ერთობლივი ფოტოები არ გავრცელდა, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდა.

ახლახანს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხატია და ჯაბა დაშორდნენ. ინფორმაცია წყვილთან დაახლოებულმა პირმა გაგვანდო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა…

ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ხატიას ფეისბუქიდან გაქრა სურათები, რომლებზეც ჯაბასთან ერთად იყო. გარდა ამისა, როგორც წყარომ განგვიცხადა აღარც ფეისბუქზე არიან მეგობრები…