ექსკლუზივი: ინდირა ჯგერნაია ორსულადაა – ვინ არის ბავშვის მამა?!

0
39

სულ ცოტა ხნის გავიგეთ, რომ მომღერალი ინდირა ჯგერნაია ორსულად არის. თუმცა ჭორი სიმართლე აღმოჩნდა და ამის დასადასტურებლად მომღერლის ფოტოებიც საკმარისია, სადაც წამოზრდილი მუცელი აშკარაა. მაგრამ ინდირამ გადაწყვიტა ფეისბუქზე სტატუსი გამოექვეყნებინა, სადაც მიმართვის მთავარი ფორმა ეხება იმათ, ვინც დაინტერესებულია მომღერალი კანონიერად აჩენს თუ არა შვილს .

“არასასიამოვნო ჭორებით ყველა თქვენს თავს აყენებთ შეურაცხყოფას კაციც და ქალიც. ფეხმძიმე გოგოს თუ გამამწარებთ და ნერვებს მომიშლით, დამპალი, გათახსირებული ენების გამო, სად გეწერებათ ეგ სიკეთეში თუ ბოროტებაში? არ მეშინია, ავიტან! მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის, ვინც დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილს. წადით ბატონო და იკეთეთ აბორტები, შემეშვით მე, თქვენ ხომ არ აჩენთ და თქვენი საზრუნავი ხომ არაა, ვინ რა მოგთხოვათ. თავი დამანებეთ და ღმერთის გეშინოდეთ!“ – წერს ინდირა ჯგერნაია.

მამის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია თუმცა ჭორი იმის შესახებაც ვრცელდება, რომ მომღერალი ექს ბოიფრენდს შეურიგდა და სწორედ მისგან ელოდება ბავშვს. ვნახოთ აღნიშნული ჭორიც რამდენად გაამრთლებს. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ინდირამ შვილის პირველ ნათლიად ანრი ჯოხაძე დასახელა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here