Enrique Iglesias-ს პატიმრობა ემუქრება

0
27

დიდი შანსია Enrique Iglesias-ს სიმღერის გაგრძელება გისოსებს მიღმა მოუწიოს – ჯერ კიდევ მაისში მასა და ტურმენეჯერს მაიამის შოსეზე სერიოზული ინციდენტი შეემთხვათ, თუმცა, მედიამ ამის შესახებ მხოლოდ ახლაღა გაიგო – როგორც ამბობენ, Julio Iglesias-იას საამაყო ვაჟი დიდი შანსია სულ მალე საკანში გამოკეტილი აღმოჩნდეს და ამისი მზიეზი ისაა, რომ შემსრულებელი საჭეს ვადაგასული მართვის მოწმობით მიუჯდა, დაარღვია მოძრაობის წესები და რაც ყველაზე მთავარია სასწრაფო დახმარების მანქანას გზაც კი არ დაუთმო.

რა თქმა უნდა, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ Enrique-მ და მისმა ტურმენჯერმა პოლიციელების ურცხვად მოტყუება განიზრახეს, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ და საბოლოოდ თავი განყოფილებაში ამოყვეს, მართალია რამდენიმე საათში იქაურობა დატოვეს, თუმცა, წინ სასამართლო პრცესია, რომელიც კარგ შემთხვევაში დიდი ჯარიმით დასრულდება, ცუდში კი – Enrique-ს თავს საპატიმროში ამოაყოფინებენ.

საქმე იმაშია, რომ მაისში, Enrique თანამშრომლეთან ერთად მაიამის შოსეზე მიქროდა, ამ დროს მათ უკან სასწრაფო დახმარების მანქანა გამჩნდა, ავტომობილმა რამდენიმე სიგნალით სცადა Iglesias-ი ეიძულებინა გზა გაეთავისუფლებინა, თუმცა, სულ ტყუილად. ინციდენტის გამო რამდენიმე წუთში პატრულის მანქანა გამოჩნდა, პოლციიის დანახვისთანავე კი ტურმენჯერმა და Enrique-მ ადგილების გაცვლა სცადეს, Iglesias-ი სასწრაფოდ უკანა სავაძრძელზე გადაჯდა, მისი თანამშრომელი კი მაშინვე საჭესთან გადავიდა, თუმცა, ეს ფაქტი პოლიციას სულაც არ გამოჰპარვია, შესაბამისად, ორივე მათგანი განყოფილებაში წააბრძანა.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში Enrique-ს საკმაოდ მძიმე დღეები უდგას – რამდენიმე კვირის წინ მან ხელზე ძალიან სერიოზული ოპერაცია გადაიტანა და როგორც მედიკოსები ამბობენ, ბეწვზე გადაურჩა თითების დაკარგვას, თუმცა, ყველაფერი კვლავ Iglesias-ის ტრიუკის ბრალია – შემსრულებელმა ტიხუანაში, კონცერტის დროს გადაწყვიტა საფრენი აპარატი, დრონი დაეჭირა, მისი საშუალებით ფანებისთვის ფოტო გადაეღო, Enrique ასე ძალიან ხშრად იქცევა, თუმცა, ამჯერად არ გაუმართლა, დრონის ნაწილები იმდენად სწრაფად ტრიალებდნენ, რომ Enrique-ს მთლიანი ხელი დაუზიანდა, მომღერალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაციაც მაშინვე ჩაუტარეს, როგორც ექიმები ამბობენ, ესპანელი მაჩო ხელის დაკარგვას ძლივს გადაურჩა.