ემოციური შესრულება და “ნიჭიერის” სცენაზე ატირებული კონკურსანტი

0
1547

“ნიჭიერის“ სცენაზე სენაკელი გიორგის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის გუშინდელი ესემეს ლიდერიც გახდა. გიორგიმ სიმღერის შესრულების შემდეგ, ფილარმონიის სცენაზე იტირა და საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. საკუთარი თავის შესახებ, გიორგი ცისკაძე „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– ბავშვობიდან ვმღერი, სიმღერის ნიჭი დედისგან გამომყვა. მთელი ოჯახი ვმღერით. ბავშვობიდან ვოცნებობდი „ნიჭიერში“ მოხვედრაზე და მიხარია ეს ოცნება რომ ამიხდა. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

– გაქვს კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება?

– მაქვს კონკურსებზე და ფესტივალებზე მონაწილეობის გამოცდილება. სენაკში ხშირად ვმღერი კონკურსებზე, ზოგიერთი ფესტივალი დედაჩემის სამსახურში იმართება, ზოგი სხვაგან, სადაც დედასთან და დასთან ერთად ვმღერი.

– დედა სად მუშაობს?

– დედა სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობს.

– რატომ იტირეთ სიმღერის დასრულების შემდეგ?

– ძალიან ვინერვიულე, როცა ჩემი გასვლის დრო მოვიდა, არ ვიცოდი ხალხი და ჟიური როგორ შემაფასებდა, მათი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ამიტომაც ავტირდი.

– სიმღერის გარდა, რა ინტერესები გაქვს ცხოვრებაში?

– ფურცლებისგან ვაკეთებ უცნაურ ნივთებს, მიყვარს ხატვა. სამწუხაროდ სპორტი არ მიზიდავს და არ დავდივარ. მხოლოდ ცურვა მიყვარს.

– ვინ შეგირჩია „ნიჭიერის“ კასტინგისთვის სიმღერა?

– პირველად სენაკში, სახლში შევარჩიეთ ეს სიმღერა, აქ როცა ჩამოვიტანეთ „ნიჭიერის“ ჟიურიმ მომიწონა და წარმატებულად გამოვედი სცენაზე.

– ვის მიიჩნევ შენს კონკურენტად?

– წელს ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას, დიდების კატეგორიაშიც ნიჭიერები არიან, ჯერჯერობით კონკურენტი არ მყავს და ვნახოთ მომავალში რა იქნება.

https://www.youtube.com/watch?v=xeVa21s6q1M

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here