ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა, სექტემბერში აღარ გაიმართოს

0
1661

სერ ელტონ ჯონი საქართველოში შესაძლოა, სექტემბერში აღარ ჩამოვიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეა ვრცელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსის ბენდის გიტარისტი დაშავდა, მას ხელზე პრობლემა შეექმნა და ამის გამო დაგეგმილი კონცერტები გადაიდება.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მუსიკოსის წარმომადგენლებთან იმის დასადგენად, როდის იქნება შესაძლებელი, ორი გადადებული კონცერტის ჩატარება საქართველოში.

„სოლოსა“ და „ისთერნ ფრომოუშენსის“ წევრები, ჯერჯერობით, არაფერს ადასტურებენ, თუმცა როგორც „ისთერნ ფრომოუშენს“-ში განგვიცხადეს, ერთ საათში ჩაინიშნება ჟურნალისტებთან შეხვედრა, სადაც საზოგადოებას ყველა ინფორმაცის მიაწვდიან, რაც ამ დროისთვის გააჩნიათ ელტონ ჯონის კონცერტებთან დაკავშირებით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება, ელტონ ჯონის ორივე კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ ოქტომბერში გაიმართოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here