ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში მომავალი წლის ზაფხულში გადაიდო

0
1395

გარდა იმისა, რომ სერ ელტონ ჯონი მსოფლიო დონის მუსიკოსია და მრავალწლიანი მუსიკალური კარიერა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ კარგი მეგობრობაც სცოდნია. საქმე მის მეგობარს, ბენდის გიტარისტს დეივი ჯონსთოუნს ეხება. მისი ერთგულება კი იმით გამოიხატება, რომ კონცერტები, რომელიც საქართველოში 16 და 17 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ უნდა გამართულიყო, 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ლ ივლისს ჩატარდება. როგორც იცით დეივი ჯონსთოუნს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. ის ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს და მისი შეცვლა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „სოლომ“ და „ისთერნ ფრომოუშენმა“ ოფიციალურად დღეს განაცხადეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here