ელტონ ჯონი: „ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას“

0
1826

ინტერნეტში ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით თავად მომღერლის კომენტარი გავრცელდა. როგორც ნიუსშია აღნიშნული, ელტონ ჯონის 16 და 17 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ ჩანიშნული კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და 1-ელი ივლისისთვის გადაიდო. მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა, რომელიც მოულოდნელად ხელზე დასჭირდა და ის ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას სექტემბრის კონცერტებში.

ელტონ ჯონი:

„ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი შოუების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!..“

შეგახსენებთ, რომ კონცერტების ბილეთების გამოყენება შემდეგ წელს დაგეგმილ შოუებზე უპრობლემოდ შეგიძლიათ. ასევე შესაძლებელია მათი დაბრუნებაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here