15.8 C
Tbilisi
Wednesday, March 15, 2023

ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ შოუებს აანონსებს

ლეგენდარული მუსიკოსი ელტონ ჯონი „ბლექ სი არენაზე“ „სოლოს“ მოწვევით და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, ორ კონცერტს გამართავს. შეგახსენებთ, რომ კონცერტები ჯერ კიდევ წინა წელს იყო დაგეგმილი, თუმცა შოუს მუსიკალური ხელმძღვანელის დაშავების გამო გადაიდო, ახლა კი დანამდვილებით ვიცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოში მოდის.

მან თავისი კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააანონსა, გარდა ამისა, ამავე გვერდზე ორივე კონცერტი (30 ივნისი, 1-ელი ივლისი)უკვე ჩასმულია ოფიციალურ განრიგში.

შეგახსენებთ, რომ ბილეთები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია საიტზე tkt.ge.

შოუებზე ელტონ ჯონი შეასრულებს როგორც მსმენელისთვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს, ასევე ახალ სიმღერებს ბოლო ალბომიდან.

Latest Posts

ბოლო სიახლეები