5.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

Elle Man-მა ირაკლი მაქაცარია უკრაინაში საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცთა შორის დაასახელა

Elle Man Awards Ukraine-ზე ირაკლი მაქაცარიამ, რომელიც ამჟამად უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, უკრაინის 10 საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცს შორის დაასახელა.

ირაკლიმ თავად დადო ფოტოები და უკრაინულ „ელს“ მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის.

„Elle Man, დიდი მადლობა. ძალიან მაგარია უკრაინის საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცების ათეულში შესვლა. ძალიან მიყვარს კარგად ჩაცმა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი მაინც კომფორტია. პირველ რიგში, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდე. იმედი მაქვს, ყველა შეძლებს იპოვოს ის სტილი და ნიშა, რომელშიც თავს კარგად იგრძნობს. მადლობა მათ, ვინც თავისი ხმა მე მომცა. ასევე ძალიან მჭირდება თქვენი ხმები პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ყველა მესიჯი მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს ირაკლი მაქაცარია.

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები