„Elite Model Look Georgia” მონაწილეობისთვის გოგონებსა და ვაჟებს იწვევს

0
2578

„Elite Model Look Georgia” უკვე  მეთორთმეტედ, წარმატებით ტარდება საქართველოში  კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენლის,  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look Georgia” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა მოდელებისთვის, გახდნენ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავონ საპატიო ადგილი  მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპმოდელთა შორის, როგორებიც არიან:  ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

“Elite Model Look” დამწყებ მოდელებს აძლევს საშუალებას, უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.

ყოვლწლიურად კონკურსში 70 ქვეყნიდან 350 000 მსურველი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

წინა წლების Elite Model Look Georgia 2007-2017-ს გამარჯვებულები არიან:

თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა,  მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი, ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი, ანა ურცხვანიძე და საბა ჭანუყვაძე, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე.

კონკურსანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს 1 -ელ ივლისამდე.

Elite Model Look Georgia 2018-ის რეგისტრაცია დაწყებულია!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია კონკურსის ვებგვერდზე:  www.elitemodellook.ge ან ეწვიონ IC Model Management-ის ოფისში ნიკო ნიკოლაძის 6-ში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მინიმუმ 170 სმ სიმაღლის გოგონებს 14-დან 22 წლამდე, 182 სმ ვაჟებს – 14-დან-22  წლამდე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here