„Elite Model Look Georgia 2018”-ის ნაციონალური კასტინგი 1-ელ ივლისს ჩატარდება

0
1149

1-ელ ივლისს,   თბილისში,  სავაჭრო ცენტრში “ჯი თი სი”  ჩატარდება  “Elite Model Look Georgia 2018”-ის ნაციონალური კასტინგი.

სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ი  ნაციონალურ კასტინგზე იწვევს:

გოგონებს:

ასაკი: 14-დან 22 წლამდე

სიმაღლე: მინიმუმ 170 სმ

ვაჟებს:

ასაკი: 14-დან  22  წლამდე

სიმაღლე: მინიმუმ 180 სმ

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე:

http://www.elitemodellook.com/ge/en/participate/index.htm

და გამოცხადდნენ ნაციონალურ კასტინგზე.

კასტინგის შედეგად შეირჩეული კონკურსანტი გოგონები და ვაჟები ინტენსიურად მოემზადებიან ფინალისთვის და ივლისის ბოლოს „ელიტის“ წარმომადგენელი  თავად შეარჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც ნოემბერში Elite Model Look -ის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებიან.

მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

Elite Model Look -ი გახლავთ  მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც საქართველოში უკვე  მეთორთმეტედ, წარმატებით ტარდება კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენელის,  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ.

კონკურსი  მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას. აღსანიშნავია, რომ კონკურსის წინა წლების გამარჯვებულები თათია ახალაია, ანასტასია იგონინა, ქეთა ლომაძე, ბეატრის კლიმენკო და სხვები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ საერთაშორისო ასპარეზზე.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა  იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს, უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები, დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა და დაიკავონ საპატიო ადგილი  მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპმოდელთა შორის, როგორებიც არიან:  ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here