ელენე კალანდაძე: „ამდენი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, ყალბ ადამიანებთან ვეღარ ვიურთიერთებ…“

0
2962

ელენე კალანდაძეს ინტერვიუსთვის „თბილისი მარიოტში“ შევხვდით. მან სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოგრაფის წინაშე საყვარელი წითელი კაბით, შემდეგ კი ინტერვიუც შედგა – „ევროვიზიაზე“, ოჯახზე, შვილზე, მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც ცხოვრებაში აქვს.

მინდა მოგილოცო „ევროვიზიაზე“ შენი გამოსვლა, შესანიშნავად მიგყავდა ინგლისურ ენაზე. იყო ეს ღელვის მიზეზი?

თავდაპირველად დაიწყო ასე – გამოცხადდა კასტინგი წამყვანებზე. თვალი რომ მოვკარი, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, გამოცდილება მქონდა, ინგლისური მართლა წყალივით ვიცი, სცენაზე გამოსვლის არანაირი დაბრკოლება არ მქონია. კასტინგზე უცხოელ რეჟისორს იმდენად მოვეწონე, რომ პირველივე შეხვედრაზე ვერ დამალა მოწონება. პირველივე შეხვედრიდან ველოდებოდი, რომ ამიყვანდნე. ლიზი ჯაფარიძესთან ერთად ვიყავი დუეტში. დამირეკეს და მომილოცეს, შენ „ევროვიზიის“ ერთ-ერთი წამყვანი ხარო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა. პირველივე სამუშაო შეხვედრაზე მკითხეს, ელენე, მზად ხარ, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში უარი თქვა ყველაფერზე, მათ შორის ოჯახსა და პრიად ცხოვრებაზეო. ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი და მართლაც დიდი შრომა გავწიე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება, რომელმაც წელში გამასწორა და მივხვდი, თუკი მოვინდომებ, ყველაფრის მიღწევა შემიძლია. ჩემთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, თუკი მებრძოლი სულით და სწორად მივუდექი თემას.

საკმაოდ დიდ დრო დავუთმეთ რეპეტიციებს. ყველა უდიდეს შრომას დებდა ჩვენსი. ცალკე გვქონდა ცეკვის რეპეტიციები, ჩვენს სიმღერას თან ქორეოგრაფიული ნომერიც ახლდა.

შოუს დღეს როგორ გაუმკლავდი ნერვიულობას?

ახლაც რომ მახსენდება, ცოტა მბურძგლავს. რთულია ჯერ მარტო იმის გააზრება, რომ პირდაპირ ეთერში ამხელა აუდიტორიის წინაშე უნდა გამოხვიდე, სადაც იმპროვიზაციის უფლებაც არ გაქვს, ტექნიკურად ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ კონკრეტულ ფრაზაზე კონკრეტული კამერისკენ უნდა გაიხედო, თან, ყურსასმენიც გიკეთია და მასზეც უნდა იყო კონცენტირებული… საბედნიეროდ, ყურისა თუ კამერების გამოცდილება მქონდა და სირთულეს არ წარმოადგენდა, უბრალოდ, გამოცდასავით იყო. 25 ნოემბერს, გენერალურ რეპეტიციაზე, რომელიც ლაივის ზუსტი ანალოგია, ძალიან ვინერვიულე, სამაგიეროდ, 26-ში ძალიან ყოჩაღად ვიყავი. მე და ლიზი ჭკუამხიარულად ვიყავით და არ გვინერვიულია…

თავად უცხოელი ორგანიზატორებისგან თქვენმა დუეტმა რა შეფასება მიიღო?

ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ (იღიმის). ალბათ, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც მე და ლიზის ასე გაგვიმაგრა ზურგი. დიდ პასუხისმგებლობას აღიქვამ, იმავდროულად, სხვა ადამიანებიც ამჩნევენ და გეხმარებიან, სასიამოვნოა. ყოველ წამს მეუბნებოდნენ, ასეთი მომზადებული წამყვანი ბოლო 4 წელია, საბავშვო „ევროვიზიას“ არ ახსოვსო. ასეთი შეფასებები კიდევ უფრ გმატებს ძალას და გახსენებს, რომ არ უნდა მოდუნდე და იყოქვა და რკინა. ეს შეგრძნებები და ფანტასტიკური გამოცდილება მთელი ცხოვრება გამყვება. სრულად + ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here