ელენე ფოჩხუა მეორე ბავშვს ელოდება

0
2784

მომღერალი, ელენე ფოჩხუა მეორე შვილის დედა გახდება.  ელენე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ახალი ეტაპი დაიწყო. ვემზადებით ყველანაირად. მინდა, ყველაფერი ახლა ვუყიდო, ვეღარ ვითმენ მაგრამ ჯერ 4 თვის ვარ და თავს ვიკავებ. ბევრი მეუბნება, ალბათ, გიორგის დაარქმევო, რადგან ჩემს ძმას ერქვა. მაგრამ ჩემს ქმარსაც გიორგი ჰქვია, ჩემს მამამთილს გოგი, ჩემი მულის შვილს გიორგი და მოკლედ, ძალიან ბევრი გიორგია. მე თუ გიორგის არ დავარქმევ, ვერავინ იფიქრებს, რომ ამით ჩემს ძმას პატივს არ ვცემ. ვნახოთ ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ მოვიფიქრებ ლამაზ სახელს” – ამბობს ელენე ფოჩხუა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here