ეკო ფანგანმა რჩეული გამოაჩინა

0
1459

ტელეწამყვანი და მოდელი, ეკო ფანგანი შეყვარებულია. მან თავისი რჩეული ფართო საზოგადოებას უკვე წარუდგინა „ინსტაგრამის“ მეშვეობით და მასთან გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ეკოს უწერენ, რომ ის და მისი შეყვარებული ძალიან კარგ წყვილს ქმნიან. ეკოს რჩეული იურა რუბენია გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ეკოს პირადი ცხოვრება ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო. წლების წინ მას რომანი ჰქონდა „ალილოს“ მომღერალ, ბექა ჩხაიძესთან, თუმცა მათი მრავალწლიანი ურთიერთობა ერთ დღესაც დასრულდა. მას შემდეგ ეკო თავის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ნაკლებად საუბრობდა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here