ეკო ფანგანმა პიერ დუკანი ქართულად აალაპარაკა (ვიდეო)

0
4388

მოდელი და ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი ზამთრის დღეებს საფრანგეთში ატარებს. ეკო საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და თუ მის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ის დროს საფრანგეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში ატარებს. ეკო საფრანგეთში, ცნობილ ფრანგ ექიმს და დიეტოლოგს, პიერ დუკანს შეხვდა. ექიმმა ეკო ფანგანს საკუთარ ოფისში უმასპინძლა, შემდეგ კი სელფ-ვიდეოთი “დღის შოუს“ ეთერში ჩაერთო და რამდენიმე სიტყვა ქართულადაც თქვა.