ეკო ფანგანი: „მე და ბექა ჩხაიძემ ერთმანეთი დავხოცეთ და ისე დავშორდით…“

0
6671

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, მათ შორის საკუთარ რომანზე ბექა ჩხაიძესთან, რომელიც, მისივე თქმით, კონფლიქტით დასრულდა.

ეკო აღნიშნავს, რომ ახლა  მარტოა და თავს კარგად გრძნობს. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოახერხეს ერთმანეთთან ცივილიზებულად დაშორება ისე, რომ ერთმანეთი არ დაეხოცათ და როგორ შეხვდა ყოფილი საყვარელი მამაკაცის დაქორწინებას, მოდელი და ტელესახე პასუხობს:

„კი, დავხოცეთ ერთმანეთი. ძალიან დიდი ხანია, არ შემხვედრია, მაგრამ ერთმანეთს კარგა ხანს გამარჯობას არ ვეუბნებოდით. ბექა კი ამბობს, არ დაგვიხოცავს ერთმანეთიო, მაგრამ დავხოცეთ! როგორ გრძნობაა? ბექა სულ ისტორიებშია. მის თავს რაც უნდა მოხდეს ამქვეყნად, ჩემთვის ნოვაცია არ იქნება. ბექას მოხარშულს ვიცნობ.

ბექასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მისი ოჯახის წევრებთან, დედასთან, დებთან, თუკი ვინმე ახლობელი ჰყავსმ დღემდე ყველასთან ძალიან კარგად ვარ, ყველა მიყვარს, დიდ პატივს ვცემ.

ვიცი, რომ ვინც ცოლად მოიყვანა, ძალიან კარგი გოგოა, რაც გულწრფელად გამიხარდა. ბექას ძლიერი ადამიანი თუ არ ეყოლება გვერდით, კაცმა არ იცის, რას იზამს.

მინდა, რომ კარგად იყოს, ჯანმრთელი და ბედნიერი. მას თუ გვერდით ეყოლება ის ადამიანი, ვინც მოუვლის და მიხედავს, ძალიან გამიხარდება. მის მიმართ არანაირი ბრაზი და ბოროტება არ მაქვს.

ბექა სულ ისტორიებში იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა, რაღაცებს იგონებდა, ხან სხვები უგონებდნენ. ჩვენ რომ დავშორდით, უნდოდა, რომ ცოლი ჰყოლოდა. ვიცოდი, რომ დღეს თუ ხვალ მოიყვანდა და მოიყვანა კიდეც“- აღნიშნავს ეკო ფანგანი „სარკესთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „ალილოს“ წევრმა, ბექა ჩხაიძემ თეონა ჯაფარიძე ცოლად ახლახან მოიყვანა. ამ ქორწინებას ყვითელ პრესაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, ბექას ერთდროულად ორ ქალთან ჰქონდა რომანი და ბოლოს ერთ-ერთ მათგანზე გააკეთა არჩევანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here