ეკო ფანგანი: „მე ავიცერი… ეს ვაქცინები არის უსაფრთხო და ჩვენი ხსნა ამ საშინელი პანდემიისგან!..“

0
615

ეკო ფანგანი ჩინური ვაქცინით აიცრა და „ინსტაგრამის“ გამომწერებს ვაქცინაციის პროცესის ამსხაველ ფოტოსთან ერთად, ვრცელი სტატუსიც შესთავაზა ამ თემაზე.

„მე ავიცერი „სინოფარმით“. ძალიან გთხოვთ, დაუჯეროთ მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, ოფიციალურ გვერდებს, პროფესიონალ, მოქმედ ექიმებს (პანდემიოლოგებს, ინფექციონისტებს, იმუნოლოგებს…) და არა სოცქსელებში გაშვებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ეს ვაქცინები არის უსაფრთხო და ჩვენი ხსნა ამ საშინელი პანდემიისგან. დამერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია მაქვს 100%-ით გადამოწმებული. თუ ვინმეს ცოტა მაინც გული გეთანაღრებათ, იცოდეთ, რომ აუცილებელია, ყველა ავიცრათ, რაც გვიხსნის და გადაგვარჩენს ჩვენც და ჩვენს ახლობლებსაც, რაც დაგვაბრუნებს ნორმალურ ყოფაში! 🙏🏼 მე, ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები, მათი მშობლები და ა.შ. ყველა უკვე აცრილია. ახლა თქვენი ჯერია!..“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here