ეკო ფანგანი რამდენიმე დღის წინ იუბილარი გახლდათ. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მისმა დაბადების დღემ ჯადოსნურად ჩაიარა. სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ იუბილარი სცენაზე ფეხშიშველი დგას და ცეკვავს. მოგვიანებით ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას გამოეხმაურა და ყველას მადლობა გადაუხადა დაბადების დღის მილოცვისათვის.
“მეგობრებო, ჩემი 3 დღიანი ჯადოსნური დაბადების დღე დასრულდა. მადლობა ყველას, ვინც ჩემ სიხარულში სულ პატარა წვლილიც შეიტანა. დიდი მადლობა მათ, ვინც არ დაიზარა და მომილოცა.
შევეცადე, რომ ყველასთვის მეპასუხა. მიხარია, ამდენი სითბო, რომელსაც თითოეული თქვენგანისგან ვიღებ და ბედნიერი ვარ იმ ძვირფასი ხალხით ვინც მთელი სიცოხცლის მანძილზე გვერდით მყავს და ყოველთვის მეყოლება! ყველაზე დიდი მადლობა კი ადამიანს, ვინც სულ იმას ცდილობს, რომ ჩემი ცხოვრების ყოველ დღე იყოს ზღაპრული და დაუვიწყარი. მიყვარხართ”.