“ბუკასთან ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებულია…“
ეკა მიშველაძე “ფორტუნა პლუსის“ ეთერში გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემას “სტუმრად გიგასთან“ ეწვია. ეკამ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ყველასთვის ცნობილია, რომ მან თავისი ცხოვრება ოპოზიციის წარმომადგენელს, ბუკა პეტრიაშვილს დაუკავშირა, წყვილმა ხელი ახლახან მოაწერა. ეკას პირად ცხოვრებაში გაკეთებულ არჩევანს “პირველ არხზე“ მისი გადაცემა შეეწირა. გადაცემა სწორედ იმ მიზეზით დახურეს, რომ ეკა პოლიტიკოსს გაჰყვა ცოლად.